მოუსმინეთ გოგი ჭიჭინაძეს!

მოუსმინეთ გოგი ჭიჭინაძეს!დირიჟორ გოგი ჭიჭინაძეს არ უყვარს საჯარო გამოსვლები, თუმცა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრის პრობლემას გვერდი ვერ აუარა:

“სასაცილოა პირდაპირ… ვცადე “მეთარგმნა” ოფიციალური და ზოგი არაოფიციალური პირების ბოდვა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრის შესახებ და აი რა გამოვიდა:

“სახელმწიფო ფილარმონიულო ორკესტრო, შენი დედა, შენი თითქმის საუკუნოვანი ისტორიის, ყველა შენი ყოფილი და ახლანდელი წევრის (ბრწყინვალე დირიჟორის, ორკესტრანტის, სოლისტის, კომპოზიტორის), ყველა შენი წარმატებული კონცერტის და გასტროლის, შენი როგორც მთავარი სახელმწიფო ორკესტრის მიერ აჟღერებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის.

შენი ადგილი არ არის არც თბილისის ფილარმონიაში, არც თბილისის მუსიკალურ ცენტრში, არც კონსერვატორიის დიდ დარბზში, არც არსად ამ ქვეყანაში. როგორც ხარ უსახლკაროდ ბოლო 25 წელია, ისევე უნდა დარჩე, სანამ ბოლომდე დედა არ… და არ დაიშლები. და როცა დაიშლები, მერე აგიშენებთ ახალ, ლამაზ საკონცერტო დარბაზს და ამ დარბაზიდან გაგასვენებთ.”