მოგისმენიათ ნოდარ მგალობლიშვილის ნამღერი საოპერო არია?

მოგისმენიათ ნოდარ მგალობლიშვილის ნამღერი საოპერო არია?ნოდარ მგალობლიშვილის ნიჭიერებაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მის სამსახიობო ნიჭიერებას, საოცარი მუსიკალური ნიჭიც ახლდა თან.

მსახიობის მეუღლემ, ნინო ჩხიკვიშვილმა ნოდარ მგალობლიშვილის მიერ შესრულებული საოპერო არიის ჩანაწერი გაავრცელა:

“ამ პატარა ვიდეოში ნოდარი „თავისი იტალიურით“ ასრულებს ამ არიას.

ეს და კიდევ ერთი სხვა ჩანაწერის არსებობა, ბატონი გაიოზ კანდელაკის დამსახურებაა, სწორებ გაიოზმა აიძულა, რომ ეს ორი სიმღერა ჩაეწერა და… ასე შემოგვრჩა ნოდარის ორი სიმღერა: ეს, კიდევ მეორე – „იტალიელ ქალებს“, სწორედ ამ ორი სიმღერით დაემშვიდობა ნოდარი 30 მარტს მარჯანიშვილის თეატრში მოსულთ.

ეს პატრა ვიდეო კი თავის დროზე, მისმა და ჩემმა ნანინამ მოამზადა. და ახლა, როცა ნოდარი აღარაა ამ წუთისოფელში, განსაკუთრებით ემოციურია ამ კადრების ხილვა…

პ.ს. კიდევ ერთხელ და მრავალგზის დიიიიდი მადლობა ბატონ გაიოზს!”

ნოდარ მგალობლიშვილის ნამღერი ოპერის მომღერალმა ოთარ ჯორჯიკიამ ასე შეაფასა:

“ულამაზესი ხმით, საოცარი მუსიკალობით, საოცარი ტექნიკით და პროფესიონალიზმით შესრულებული, ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, ბატონი ნოდარ მგალობლიშვილის ნამღერი!”