21 აპრილი, 2019

მიშა ქირია: “გერმანიის სახელით წარვსდგები!”

ოპერის მომღერალი მიშა ქირია გერმანიის სახელით აპირებს წარსდგეს უცხოელი მსმენელის წინაშე:

“ბზობას გილოცავთ მეგობრებო!

მოკლედ, დღევანდელ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობის უკან, მამაჩემის და მისი მეგობრების ხელით აშენებული რესტორანი, სადაც ელექტრო ენერგია არ იყო, რადგან 1-2 წლის წინ რამდენიმე ტონიანი ტრანსფორმატორი დაშალეს და მოიპარეს, ამ წუთებში იწვის!

იჯარა არ გაგვიგრძელეს და ამოსყიდვის საშუალება არ მოგვცეს. შენობა და მიმდებარე ტერიტორია, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ვანდალურად გაქურდეს. ჩემსას წვავენ და მე ქვეყნის სახელი გამაქვს მის ფარგლებს გარეთ.

ამ წლის ბოლოდან, როგორც კი მოვაგვარებ ბიუროკრატიულ საკითხებს, გერმანიის სახელით წარვსდგები უცხოური მსმენელის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ ყველას, თქვენი მიშა.”