23 აპრილი, 2019

მიხეილ ზაქარიაშვილის მიმართვა ჟურნალისტებს

მიხეილ ზაქარიაშვილი: "პასუხს გაგებინებთ ჩემი ოჯახის ასეთ გამწარებისთვის!"მომღერალ მიხეილ ზაქარიაშვილის მიმართვა ჟურნალისტებისადმი ნამდვილად დროული და საყურადღებოა:

“ჟუნალისტებს მოგმართავთ: რამდენი ნიჭიერი ადამიანია, რომლებსაც მე ,,მოსიარულე ენციკლობედიებს” ვეძახი. მაგალითად, უმაგრესი პოეტი, ჩემი მეგობარი თემურ ჩალაბაშვილი! დიდი ხანია, მას ვთხოვ, რომ მისი მოგონებების წიგნი დაწეროს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დავითანხმე! უამრავ ადამიანთან ჰქონია უშუალო ურთიერთობა ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებზე – მწერლებთან, პოეტებთან, მუსიკოს კომპოზიტორებთან, კოლორიტებთან და უაღრესად საინტერესო ადამიანებთან რომლებიც თავად ან გაგონილი გაქვთ, ან საერთოდ არ იცნობთ!

უამრავი საინტერესო ფაქტებისა და ისტორიების თავად მონაწილეა, ჰოდა, რომ გამოგვიჭედეთ ყურები ლგბტ და კიდევ უამრავი გაურკვეველი ორიენტაციის ხალხით ყურები, ყოველ დღე მათი ცქერით გული გვერევა უკვე ხალხს, მერე კიდე მათზე ძალადობით შევწუხდით და ახალგაზრდებს ჰგონიათ, მათ გარდა მისაბაძი არავინ არის ამ ქვეყანაში!

გამოიყვანეთ ეს ადამიანები, მოაყოლეთ ისტორიები მათ ყოფა-ცხოვრებაზე და მათი ისტორიებით ბევრ რამეს გაიგებენ ბავშვები ჩვენს ქვეყანაზე, აქ მცხოვრებ ნიჭიერ ხალხზე და ოჯახშიც და ერშიც ერის მოყვარულ წესიერ ადამიანებს მიიღებთ! არა ამორალურ, არაწესით და ადათით მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ქვეყნის პატრიოტ და ნამდვილ მორწმუნე კეთილ ადამიანებს.

გახსოვდეთ, კეთილი მაგალითებით უნდა იზრდებოდეს ახალგაზრდობა და არა ვინმეს ტანგის ფერით და ამორალური ცხოვრების რეკლამირებით.”