29 აპრილი, 2019

“მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?” – მიხეილ ქვლივიძე

"მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?” - მიხეილ ქვლივიძე“მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?

არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?

იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,

მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.

არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება,
სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.”