13 აპრილი, 2019

ლაშა ბაქრაძე: “ეს ნამდვილი სენსაციაა!”

ლაშა ბაქრაძე: "ეს ნამდვილი სენსაციაა!"ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ 3 წლის წინ იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ნოე ჟორდანიას ბიუსტი აღმოაჩინა და ეს ნამდვილი სენსაციაა:

“3 წლის წინ აღმოვაჩინეთ იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ნოე ჟორდანიას ბიუსტი, (რამდენადაც ვიცით, ერთადერთი ცოცხალი ნატურიდან).

ქართულ მედიას უნდა ავუხსნათ, რომ ეს ნამდვილი სენსაციაა – 100 წლის წინ გაკეთებული ბიუსტი ყველას სამუდამოდ დაკარგული, განადგურებული ან ისე დამალული ეგონა – რომ, ვფიქრობდით, პოვნის შანსი მინიმალური იყო.

გასულ წელს, რესპუბლიკის 100 წლისთავზე მაინც მოველოდით რომ ბრინჯაოში ჩამოასხამდნენ და სადმე დაიდგემოდა. (პირადად მე ვფიქრობ, რომ ან ახალგაზრდობის სასახლის წინ, ან მიმდებარე პარკში იქნებოდა უპრიანი ძეგლის დადგმა, მაგრამ ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.)

იქნებ წელს მაინც მოხერხდეს.

შეგახსენებთ, სანამ ცოტა დრო კიდევ არის, თორემ ხომ ვიცით რომ 25-ში გაგვახსენდება, რომ ხვალ 26 მაისია.”