23 აპრილი, 2019

ხელოვნების სასახლემ უნიკალური ქსოვილი შეიძინა

ხელოვნების სასახლემ უნიკალური ქსოვილი შეიძინასაქართველოს ხელოვნების სასახლემ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, უნიკალური ქსოვილი შეიძინა და მსოფლიოს უძველესი ქსოვილის მფლობელ მუზეუმთა შორის აღმოჩნდა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ეს უნიკალური ქსოვილის ფრაგმენტი არც მეტი არც ნაკლები ახალი წელთაღიცხვის მე-6 საუკუნით თარიღდება, მასზე გამოსახული ორნამენტებიც საკმაოდ იშვიათია. მსოფლიოს ბევრი მუზეუმი იწონებს თავს ასეთი არტეფაქტებით, მათ შორის ვართ ჩვენც, საკმაოდ დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ ხელოვნების სასახლემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტექსტილის შემსწავლელი წამყვანი ინსტიტუციების თანადგომით ქსოვილის იგივე პერიოდის საკმაოდ ძვირფასი კოლექცია შეიძინა (5-7 საუკუნეები), ამით მსოფლიოს უძველესი ქსოვილის მფლობელ მუზეუმთა შორის აღმოჩნდა, თამამად შეგვიძლია უკვე ვთქვათ რომ ჩვენი კოლექცია დიდი საერთაშორისო მნიშვნელობისაა, უახლოეს მომავალში ამ უნიკალურ არტეფაქტებს საგანგებოდ გაგიზიარებთ.

კიდევ ერთი დეტალი, აღნიშნული შენაძენი განვახორციელეთ საკუთარი სახსრებით, რაც სახელმწიფოს დიდ თანადგომასთან ერთად ჩვენი ინსტიტუციის გაძლიერებაზე და საერთაშორისო მნიშვნელობაზე მეტყველებს.

ეს უნიკალური არტეფაქტი წარმოადგენს კოპტურ ქსოვილს (რომელიც სხვათაშორის იმ პერიოდის საქართველოში გავრცელებული იყო), უფრო სწორად კოპტური ტუნიკას დეტალს, ქსოვილზე შესრულებული ორნამენტი საყურადღებო ხელოვნების ნიმუშია.”