16 აპრილი, 2019

კარგი ამბავი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვისმთელი მსოფლიოს ყურადღება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისკენ არის მიპყრობილი. გაჩენილმა ხანძარმა უნიკალური შენობა გაანადგურა.

საზოგადოება არანაკლებად არის დაინტერესებული ემუქრება თუ არა საფრთხე ტაძარში დაცულ უძველეს და იშვიათ რელიქვიებს.

ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საგანძურთან დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:

“კარგი ამბავი!

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საგანძური გადარჩა!

ტაძარს წყალს იმიტომ არ ასხამდნენ, რომ შენობიდან რელიქვიები გაჰქონდათ. მართალია, ტაძარს ვერ უშველეს, მაგრამ სიტუაცია სწორად შეაფასეს (ხანძრის ჩაქრობას, მისი ფართოდ გავრცელების გამო, სწრაფად ვერ მოახერხებდნენ) და 400-ზე მეტი მეხანძრე უპირველესაც საგანძურის გადარჩენას შეუდგა.”