19 აპრილი, 2019

კარგი ამბავი 5 წლის მართასთან დაკავშირებით

ბავშვის გადასარჩენი კონცერტისთვის ფილარმონიამ 14.000 მოითხოვა5 წლის მართას დასახმარებლად 19 აპრილს საქველმოქმედო კონცერტი უნდა გამართულიყო. ამისთვის საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობამ 14.000 ლარი მოითხოვა.

მართასთან დაკავშირებით კარგი ამბავი ვრცელდება:

“უდიდესი მადლობა ყველას მართას და ჩვენი ოჯახის თანადგომისთვის.

მოგეხსენებათ, მართა გადის მაღალი რისკის მქონე ქიმიო-თერაპიის მკურნალობის კურსს თურქეთის, აჯიბადემის კლინიკაში. დღეის მდგომარეობით, მართამ დაასრულა მაღალი რისკის მქონე ქიმიო-თერაპიის მეორე ბლოკი. ჯერ კიდევ აუცილებელი აღნიშნული მკურნალობის გაგრძელება, რაშიც ისევ გვჭირდება თქვენი თანადგომა და ფინანსური მხარდაჭერა.

თანხების ამოწურვამ განაპირობა საქველმოქმედო კონცერტის დაგეგმვა 19 აპრილს, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო, ეს ღონისძიება გადაიდო მაისის ბოლომდე. დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ.

ამ ეტაპზე შეგვიძლია გაცნობოთ, რომ მერიამ დარბაზის დაქირავების დაფინანსებაზე უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ მათი პირადი გამოცდილებით, თანხები რომელიც საქველმოქმედო კონცერტისთვის უნდა გამოყოფილიყო, უმჯობესია მიმართული იყოს პირდაპირ მართას მკურნალობის ნაწილობრივ დაფინანსებისთვის. ამისათვის, ისინი ელოდებიან ჯერ ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხს დაფინანსებაზე და შემდეგ გადაწყვეტენ, რა თანხით დააფინანსონ მართას მკურნალობა.

იმედია, უფლის შეწევნით და თქვენი თანადგომით, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და მართა მალე დაგვიბრუნდება სრულიად ჯანმრთელი და ლაღი.”