”იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა” – მუხრან მაჭავარიანი

იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა - მუხრან მაჭავარიანი

”იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა, ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,

შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა,
ესენი როა, ესენი როა, ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა,

ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,
ტოროლა ცას შეასკდება იარად,
მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,
საქართველო ყვავის ყველაფრიანად,

ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ, კი არა
საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.
ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.
საქართველოს მოთმინების ფიალას!

რა ძნელია საქართველო, მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე ეს არ არის საქართველო.”