გუგა კოტეტიშვილის ახალი გამოწვევა

გუგა კოტეტიშვილის ახალი გამოწვევადიზაინერ გუგა კოტეტიშვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი გამოწვევის დრო დადგა.

მან თავის ძირითად პროფესიას მსახიობობა შეუთავსა და ნინო ჟვანიას ფილმში “იღბალი” მიიღო მონაწილეობა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გუგა ფილმში მონაწილეობს. მისი დებიუტი შედგა ლევან კოღუაშვილის ფილმში “ქუჩის დღეები”, სადაც მან მერაბ ნინიძის მაგივრად ითამაშა.

ამჯერად კი ფილმში “იღბალი” მონაწილეობს, რომელიც უიღბლო კრიმინალის, ქუჩის მხატვრის და ავანტიურისტი მექალთანე მსახიობის თავგადასავალს მოგვითხრობს.

გუგა კოტეტიშვილთან ერთად ფილმში მსახიობი გოგა პიპინაშვილი და მწერალი არჩილ ქიქოძე მონაწილეობენ.