27 აპრილი, 2019

გიშის ქართული ეკლესია აზერბაიჯანულ ტაძრად იწოდება

გიშის საეპისკოპოსო ტაძრის ისტორიას აყალბებენსაინგილოში მდებარე გიშის ქართული ეკლესია აზერბაიჯანულ ტაძრად იწოდება.

ინფორმაციას გია კვაშილავა ავრცელებს:

“ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ბევრი პრობლემა აქვს.

ვლოცულობ, უფალი ღმერთი შეგვეწიოს, რომ გამოვიდეთ ამ ცოდვებიდან (მომხვეჭელობა, მედროვეობა და სხვა).

ახლა მინდა ერთი საკითხის შესახებ მოკლედ გითხრათ.

გიშის (კიშის) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ამჟამად უმოქმედოაა, ქრისტიანული ტაძარია საინგილოში. ამჟამად მისი ფუნქციური სტატუსია, როგორც მუზეუმი.

ის მდებარეობს მდინარე გიშის წყლის ხეობაში, სოფელ გიშში, რომელიც ქალაქ შაქიდან 4-5 კილომეტრითაა დაშორებული.

ამჟამად ეს ეკლესია იწოდება როგორც აზერბაიჯანული ტაძარი.
ვინმემ როდისმე ეს ოფიციალურად გააპროტესტა? არა!..

იმიტომ, რომ საქართველოს მომხვეჭელობა, მედროვეობა და ბევრი სხვა სახის ცოდვა სულს უგუბებს, სუნთქვას უკრავს, ხუთავს, ახრჩობს…

აქ მოკლედ დავწერ ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ცნობილმა ნორვეგიელმა სწავლულმა, მოგზაურმა და მწერალმა თურ ჰეიერდალმა (Thor Heyerdahl 1914-2002 წწ.) არაერთხელ (1981 წ., 1994 წ., 1999 წ., 2000 წ.) მოინახულა გიშის ეკლესია. ძველი წიგნების მიხედვით, იგი თავის შრომებში იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აქ უძველესი, მოწინავე ცივილიზაცია იყო.

ზოგადად, ეს იმისი ბრალიცაა, რომ საქართველოს ისტორიას არ ვკითხულობთ და არ ვსწავლობთ!

დარწმუნებული ვარ, რომ წინანდელმა და ახლანდელმა მოხელეებმა საქართველოს ისტორია არ იციან… არც ახლა აინტერესებთ…

კარგად ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა მავნე სულით შეპყრობილი ცხოვრობს.

მერმე გიკვირთ, რატომ ვართ ეგრე?!”