23 აპრილი, 2019

გალაკტიონ ტაბიძე – ნუ ქვითინებს ჭიანური

გალაკტიონ ტაბიძე: "მადლობა უფალს: არა ვარ რუსი!"”ნუ ქვითინებს ჭიანური,
დააჩუმეთ თარი,
არაადამიანური
ავი დარის დარი.
ო, ნუ მღერი! როცა მღერი,
ზღვები, მთა და ბარი,
ყველაფერი, ყველაფერი
თითქო რიგზე არი.
თითქო მწარე ფრთებით მძლავრი
ქარი გულს არ სცემდა,
განუყრელი თანამგზავრი
ხეტიალთა ჩემთა.
არ ყოფილა თითქო ბნელი
ბნელი ღამის კალთა,
თანამგზავრი განუყრელი
ჩემთა ხეტიალთა.
დააჩუმეთ ჭიანური,
ნუ ღუღუნებს თარი,
არაადამიანური
ავი დარის დარი.”