21 აპრილი, 2019

ძალიან კარგი ინიციატივა ბზობის დღესასწაულისთვის

ძალიან კარგი ინიციატივა ბზობის დღესასწაულისთვისბზობის დღესასწაული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ დღესასწაულებს შორის, რომელსაც ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ბზობასთან დაკავშირებით ძალიან კარგ ინიციატივას აჟღერებს:

“მოგილოცავთ ბაიობის, ანუ პალმობის დღესასწაულს! დიახ, დღეს პალმობაა, რადგან უფალს პალმის რტოებს უფენდნენ. ასე ჰქვია მას სხვა ენებშიც.

ბზა ქართველებმა მოვიგონეთ, რადგან პალმა ჩვენს ქვეყანაში არ ხარობდა და ჩავანაცვლეთ. ახლა მალე აღარც კოლხური ბზა იხარებს ამ ბრაკონიერობის და მცენარის მასობრივი დაავადების წყალობით, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში.

დღეს, როდესაც პალმის მოშენება პრობლემა აღარაა, იქნებ დაგვეწყო ბზის ჩანაცვლება პალმით, ამით ბზა გადარჩებოდა და დღესასწაულიც ავთენტური მცენარით აღნიშნებოდა.”