4 აპრილი, 2019

დინა მირცხულავას ყველაზე დიდი მტერი

ვინ არის დინა მირცხულავას ყველაზე დიდი მტერი?მწერალ დინა მირცხულავას მიაჩნია, რომ ადამიანისთვის და პირადად მისთვისაც ყველაზე დიდი მტერია ის, ვინც უნიჭობას აქეზებს და სიტყვებს გენიოსი და ხელოვანი დაუფიქრებლად იყენებს:

“ერთი რამ – თქვენზე დიდი მტერი არ ჰყავს იმ ადამიანს, რომელიც ვერ ხატავს და ეუბნებით, რომ პიკასოა.
ვერ მღერის და უწერთ, რომ მისმა ნამღერმა გულის გულში გაიარა.
ვერ წერს და ეუბნებით, რომ დაგბურძგლათ.
ვერ ცეკვავს და აჯერებთ, რომ მის მსგავსად ვერავინ ცეკვავს….

უნიჭობას ნუ წააქეზებთ, ნუ !!!
ფაქიზად იხმარეთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა – გენიოსი და ხელოვანი.
ჩვენ ვუქმნით ამბიციებს, ჩვენ ვათამამებთ და იმიტომაც გვთხრიან მერე თვალებს თავიანთი უნიჭობებით.

ჰო, ის ბანალური ფრაზა, შენ იმღერე უკეთესად, შენ დაწერე და შენ დახატე, არ მიიღება… მე არ ვიცი ხინკლის გაკეთება, მაგრამ ვიცი, კარგი ხინკალი როგორი უნდა იყოს.

პ.ს. ისე ჩემს თავსაც ეძღვნება ზემოთდაწერილი ამბები..”