3 აპრილი, 2019

დაღესტანში VI საუკუნის ქართულენოვანი სახარება აღმოაჩინეს

დაღესტანში VI საუკუნის ქართულენოვანი სახარება აღმოაჩინესდაღესტანში ხელნაწერთა გაციფრების პროცესში VI საუკუნის ქართულენოვანი სახარება აღმოაჩინეს.

ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა უძველეს ხელნაწერს მუშაობის პროცესში მიაკვლიეს.

არაბული ტექსტის შუაში ასომთავრული დამწერლობით შესრულებული ტექსტი გამოჩნდა. ასომთავრული კი დაახლოებით 1000 წლის წინ გამოიყენებოდა.

– ეს ქაღალდი არ ჰგავს არც ერთ მათგანს, რომელსაც 20-წლიანი მუშაობის მანძილზე შევხებივარ, – განაცხადა დაღესტანის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტმა შამილ შიხალიევმა.

მოგვიანებით მან გაარკვია, რომ აღმოჩენილია პალიმფსესტი – პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი, როდესაც ერთ ტექსტს შლიდნენ და ზემოდან მეორე ტექსტს გადააწერდნენ.

აღმოჩენა ნამდვილად უნიკალურია, თუნდაც იმით, რომ მსგავსი აღმოჩენა დაღესტანში პირველად გაკეთდა.

“ჩვენ ყოველთვის გვქონდა ინფორმაცია, რომ დაღესტანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა კავკასიელ ხალხებთან. ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალებიც, თუმცა ეს აღმოჩენა – წარწერა ქართულ ენაზე კიდევ უფრო ასაბუთებს ამას,” – განმარტა შამილ შიხალიევმა.