დაეხმარეთ თემურ თათარაშვილს

დაეხმარეთ თემურ თათარაშვილს მომღერალ თემურ თათარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. საქართველოში 2 წლის წინ დაბრუნებული მომღერალი, კვლავ სამშობლოდან წასვლას ფიქრობს:

“ჩემო მეგობრებო, ბევრი მეუბნება არ დაწერო რუსეთუმედ მოგნათლავენო, მაგრამ არ დავუჯერე და ვწერ. არაფერი არ მაქვს დასამალი მეგობრებისგან და მაინც ვწერ.

მოკლედ, ორი წელია დავბრუნდი საქართველოში და ამ მანძილში ვერ ვიშოვე სამსახური. ეხლა კი თქვენ მოგმართავთ – რა ვქნა დავბრუნდე მოსკოვში? აქ არ გჭირდებით? ბატონო ბიძინა, მირჩიეთ თქვენც რამე, თუნდაც ჩემი ოჯახის ხათრით, მე ფულს არ ვითხოვ, მე სამსახური მინდა, რომ ოჯახი შევინახო. დავტოვო ისევ იძულებით საქართველო?

ვისაც შესტკივა გული, მათთან მაქვს ეს კითხვა. იქნება ის მიშლის ხელს, ციხეში რო ვიჯექი? მაინტერესებს და იქნება ერთმა ვინმემ მაინც მითხრას, რა ვქნა, გავიქცე? უშველო ისევ თავს როგორც 2006 გამაქციეს? ცოტა არ იყოს ნერვებზე ვარ და ალბათ ამიტომაც ვწერ ამ საშინელ პოსტს!”