30 აპრილი, 2019

ჩე გევარას ვაჟმა შოთა იათაშვილის ლექსები თარგმნა

ჩე გევარას ვაჟმა შოთა იათაშვილის ლექსები თარგმნაცნობილი რევოლუციონერის ჩე გევარას ვაჟმა ქართველი პოეტის შოთა იათაშვილის ლექსები ესპანურად თარგმნა.

ომარ პერესი პოეტი, არტისტი და მუსიკოსია. ის 25 წლის იყო, როცა გაიგო, რომ მამამისი ჩე გევარა იყო.

შოთა იათაშვილი:

“ჩემი ლექსები ესპანურად ჩე გევარას ვაჟმა თარგმნა. ჰო, არ ვხუმრობ. ამას წინათ კოლუმბიაში, მედელინში, პოეტურ ფესტივალზე დამპატიჟეს. ცხადია, ლექსებიც მომთხოვეს სათარგმნად. გავუგზავნე.

დღეს მომივიდა წერილი და ნათარგმნი ტექსტები. კუბელმა პოეტმა ომარ პერესმა თარგმნაო. ცხადია, ყოველთვის გაინტერესებს, ვინაა ის ადამიანი, ვისაც შენი ნაფიქრი სხვა ენაზე გადააქვს. დავგუგლე და მოკლედ, აი, ეგეთი კაცი აღმოჩნდა: პოეტი, მუსიკოსი, არტისტი, ძენ-ბუდისტი. 25 წლის ასაკში გაუგია, ჩე გევარასგან რომ გაუჩენია დედამისს.

აი, აქაა ინტერვიუ, ლაპარაკობს მაგ ამბავზეც. მოკლედ სულ ვგრძნობდი, რომ რაღაც იყო ჩემში რევოლუციური!”