12 აპრილი, 2019

ბესიკ ხარანაული – ეს გაზაფხული მე მოვიყვანე

ბესიკ ხარანაული წითელ პარასკევზე”ეს გაზაფხული მე მოვიყვანე,
რაკი შენ გსურდა, რაკი შენ ბრძანე
და, რაკი ზამთრით გადაიღალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
სხვამ სხვა წაიღო, მე მერგო მწვანე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
ვიხმარე ხერხი და გადმოვხარე,
ვიძალე ძალით და გადმოვძალე,
ყოველი ფერით გადმოვითვალე,
ყველა ყვავილი გადმოვიშალე,
ყოველი წვეთით გადმოვიცალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ვიწვალე,
მიშალეს, მაგრამ არ დავიშალე,
ჩემი ცრემლებით გზები ვუმშრალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
და ახლა ორნივ შენს წინა ვდგავართ,
– იმას ჩავიდენთ, რასაც გვიბრძანებ.”