10 აპრილი, 2019

ანტონ ბალანჩივაძე: “საქარველომ კიდევ 20% დაკარგა…”

ანტონ ბალანჩივაძე: "საქარველომ კიდევ 20% დაკარგა..."მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე მიიჩნევს, რომ საქარველომ კიდევ 20% დაკარგა, მიტო თუმანიშვილის გარდაცვალებით:
“მე რომ მკითხო, დღეს საქარველომ კიდევ 20% დაკარგა… მიტო თუმანიშვილზე…
იშვიათია ისეთი ადამიანები, რომლებიც პირველივე შეხვედრიდან გამახსოვრდებიან თავიანთი გამორჩეული დამოკიდებულებებით მნიშნელოვანი “წვრილმანების” მიმართ, “ცოცხალი ცოდნით”… მსუბუქი, არა თავზე მომხვევი, ღრმა და თბილი იუმორით სავსე მოლოდინით საუბრის დროს… რომლებსაც სურთ შექმნან ისეთი სააზროვნო სივრცე, სადაც მოსაუბრეთა ინტერესების გათვალისწინებით ხელახლა დაიბადება ახალი სამყარო, მოულოდნელი, საინტერესო, უსასრულო თავისი მრავალფეროვნებით…
ადამიანები, რომლებიც ღია რჩებიან ახალი შინაარსისთვის და ელოდებიან მას. რომლებიც გასაოცრად მსუბუქად მიაბიჯებენ იქ, სადაც სხვებს აღმართული აქვთ წლების განმავლობაში გამომუშავებული შეხედულებების, თვალსაზრისების ხისტი კედელი… რომელთა არსებობას, სადაც არ უნდა იყო – და იყვნენ – ყოველთვის ითვალისწინებ, გაქვს მათზე ორიენტაცია. რომელთა საინტერესო რეაქციებზე ხსოვნას მუდამ თან ატარებ.
დიმიტრი თუმანიშვილი იყო ის, ვინც უზარმაზარი ცოდნის წნეხს მოერია და სათანადოდ გარდაქმნა იმისათვის, რომ თანამედროვეების წინაშე მძიმე “ავტორიტეტის” ნაცვლად – ღია და თავისუფალ პიროვნებად დარჩენილიყო, თავისი შინაგანი რწმენით და გულთბილი დამოკიდებულებით ადამიანის მიმართ.
ამიტომ მშრალი ფაქტი, რომ მომხდარი დიდი დანაკლისია ქართული მეცნიერებისთვის, ხელოვნებისთვის, აბსტრაქციად გაიჟღერებს მათთვის, ვისაც ის პირადად გამოაკლდა… ასეთი ადამიანების რიცხვი კი უთვლელია.
სასიხარულოდ რჩება ის, რომ გამორჩეული პიროვნებები კვლავ აგრძელებენ ქვეყნის გარდაქმნაში ფარულ, მძლავრ მონაწილეობას… და თან არამხოლოდ იმათი ხელით, ვინც მათ ხსოვნას გულში ატარებს.”