4 აპრილი, 2019

ანსამბლ “ურმულის” წევრებს ჩოხები ჩამოართვეს

ანსამბლ "ურმულის" წევრებს ჩოხები ჩამოართვესანსამბლ “ურმულის” წევრებს ჩოხები ჭჩამოართვეს და 120 ლარიანი ხელფასებიც მოუხსნეს.

ინფორმაცია ამის შესახებ გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა:

“წინანდალში შემთხვევით შევხვდი ანსამბლ “წინანდლის” სოლისტს, არაჩვეულებრივ შემსრულებელს დათო გაგანაშვილს.

შარშან ჩემს გადაცემაში მქონდა სიუჟეტი მისი ძალიან კარგი წამოწყების შესახებ. სოფელ წინანდალში ახალგაზრდული ანსამბლის “ურმულის” დაარსებასთან დაკავშირებით. გადავიღე რამოდენიმე სიმღერა, სადაც ახალგაზრდები ბრწყინვალედ მღეროდნენ და აგრძელებდნენ ტრადიციებს.

დათო მიყვებოდა, რომ ანსამბლი დაიშალა. რადგან ხელფასები, რომელიც ერთ ახალგაზრდაზე 120 ლარს შეადგენდა, მოუხსნეს.

რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ჩოხებიც ჩამოართვეს.

ასე არ უნდა ვექცეოდეთ ჩვენს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას.”