4 მარტი, 2019

ზურაბ ანთელავას ახალი გამოწვევა

ზურაბ ანთელავას ახალი გამოწვევამსახიობ ზურაბ ანთელავას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” კვაზი მანტკავას შესრულების შემდეგ, მისი პოპულარობა გაიზარდა და გულშემატკივართა დიდი არმიაც გაჩნდა.

რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ანთელავა ამიერიდან ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წევრია.

მსახიობს 100-მდე როლი აქვს შესრულებული თელავის თეატრის სცენაზე, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში „ხარება და გოგია“, „დათა თუთაშხია”, „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, „ხიბულა“ და სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.

საქართველოში მძიმე პერიოდის დროს, ზურაბ ანთელავა სამშობლოდან და თეატრიდან წავიდა. 15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა და მონატრებამ ისევ საქართველოში დააბრუნა და საყვარელ საქმესაც დაუბრუნდა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ახლა კი ზუგდიდის თეატრის მსახიობი გახდა.