31 მარტი, 2019

ვახტანგ კახიძე დააჯილდოვეს

ვახტანგ კახიძე დააჯილდოვესდირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე დააჯილდოვეს.

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელს ლატვიაში „იან დუმინსის ხსოვნის მხარდაჭერის“ თანამეგობრობის ჟიურისგან ყოველწური „შთაგონების ისტორიის“ ჯილდო გადაეცა.

ლატვიელი დირიჟორისა და ქორმაისტერის, იან დუმინშის სახელობის ყოველწლიური ჯილდო „შთაგონების ისტორია“ დირიჟორებს, გუნდებს, მევიოლინოებსა და მომღერლებს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისა და განვითარებისთვის 2015 წლიდან გადაეცემა.

დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ბალდონეში გაიმართა.