28 მარტი, 2019

უბედური შემთხვევა ელენე ახვლედიანის შთამომავლებში

უბედური შემთხვევა ელენე ახვლედიანის შთამომავლებშიცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის ძმისშვილიშვილს – მხატვარ გია ახვლედიანს უბედური შემთხვევა შეემთხვა.

ინფორმაცია ამის შესახებ მისმა კოლეგამ იური ბერიშვილმა გაავრცელა:

“გია ახვლედიანი – ელიჩკა ახვლედიანის ძმისშვილიშვილი, ჩვენი კოლეგა და მეგობრი დაიმტვრა თბილისის ქუჩაში, ვაკის პარკთან, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, ბედზე გადარჩა:

ველოსიპედით შეასკდა ვაკის პარკის წინ ავტობუსების გაჩერებასთან მოედნის და ტროტუარის გამყოფ, უნიჭოდ და ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე დამონტაჟებულ თითქმის უხილავ (!) ბორდიურს, რომელსაც არ აქვს არანაირი შემორკალვა თვალში საცემი საღებავით და არ განსხვავდება ასფალტის ფერისგან, ფაქტიურად ეს არის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის საუკეთესო საშუალება, რაც შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს ადამიანისთის და რაც, სამწუხაროდ, მოხდა გიას შემთხვევაში!
მანამდე ბავშვი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა იმავე ადგილზე ანალოგიურად გადაიჩეხა და მხოლოდ იმან გადაარჩინა რომ თავზე ეკეთა FULL SIZE შლემი.

გიას პირის ღრუ, ყბები, ყვრიმალის ორივე ძვალი, ცხვირი და კბილები, ჩალეწილი აქვს! მიღებული აქვს მძიმე ტვინის შერყევა, აგრეთვე თვალის ბადურის შერყევაც, რის გამოც მხედველობის პრობლემა გაუჩნდა, ხელებს ვერ ამოძრავებს ნორმალურად, სულ დაბუჟებული აქვს, ანუ მიღებული აქვს ნევროლოგიური ტრავმაც.

ეს მხატვარი ეხლა დახეიბრებულია, ფაქტიურად ბედზეა გადრჩენილი დაღუპვას და მას განმეორებითი ყბა სახის ქირგიული ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, რომ საჭმლის მიღება მაინც აღიდინოს. ეხლა იკვებება მხოლოდ ბლენდერის საშუალებით გადამუშავებული საკვებით.

მას აუცილებლად სჭირდება მეორე ოპერაცია ქვედა ყბაში ხელოვნური ძვლის ფრაგმენტის იმპლანტაცია. ფაქტიურად ის პირს ვერ ხმარობს ამის გამო და ჯერჯერობით დახეიბრებულია. ტრავმის გამო ის ვერ ახერხებს თავის სამუშაოზე დაბრუნებას და გიდის მოვალეობის შესერულებას ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რაც ავტომატურად უმუშევრად ტოვებს მხატვარს და აკარგვინებს იმ მწირ ლუკმა პურს, რომლითაც არჩენდა მანამდე თავის ოჯახს და პატარა შვილს.

გთხოვთ, ვისაც შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენ ძველ მეგობარს არა მარტო ლაიქების და კომენტების დონეზე, არამედ რეალურად.

მისი ანგარიშის ნომერია:
საქართველოს ბანკი, გიორგი ახვლედიანი GE18BG0000000455605800

პ.ს. შაბათს გალერეა შარდენში გია ახვლედიანის დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

 

ასე გამოიყურება დამტვრეული მხატვარი

გია ახვლედიანი