14 მარტი, 2019

თავდასხმა რობერტ სტურუაზე

თავდასხმა რობერტ სტურუაზერუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე რობერტ სტურუაზე მისი ახალი სპექტაკლის გამო საზოგადოების მხრიდან ნამდვილი თავდასხმა მოხდა.

სპექტაკლი “ბედი ქართლისა” რეჟისორმა პარლამენტის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა და მასში საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები გააერთიანა.

რობერტ სტურუას ახალმა ნამუშევარმა საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. ნაწილმა 80 წლის რეჟისორის ნამუშევარი მოიწონა, ნაწილმა კი – გააკრიტიკა.

ლაშა ბაქრაძე:

– ნანახი რობერტ სტურუას სპექტაკლი “ბედი ქართლისა” იყო ბოროტსა და კეთილს მიღმა.
უბრალო სიტყვებით, როგორიცაა ჩვენში პოპულარული “მარაზმი” ან არაკორექტული კრეტინიზმი ან იდიოტიზმი ამ დადგმას ვერ აღწერ – ის კეთილსა და ბოროტს მიღმა იყო (Jenseits von Gut und Böse – ისევ ჩვენში ასერიგად აქტუალური ფრიდრიხ ნიცშე რომ მოვიხმოთ).

ირაკლი კაკაბაძე:

– რუსთაველის თეატრის პასუხი პარლამენტარიზმის 100 წლისთავს. ძალიან მომეწონა რუსთაველის თეატრის მიერ გაჟღერებული არა-ისტორიული საქართველოს მატიანე. რობიკო სტურუას დადგმები დიდი ხანია არ მინახავს. ეს ტელევიზიით ვნახე და ნამდვილად მომეწონა მასში ნათქვამი სიმართლე – ისევ და ისევ “კავკასიური ცარცის წრის” პირით. დღევანდელი მევახშეების სახელმწიფოში განსაკუთრებით მართალია ბერტოლტ ბრეხტის ნათქვამი სიტყვები.

დღეს ხომ ყველაფერი იყიდება და ყველაფერი უკვე თითქმის გაყიდულია. წმინდა ნინოც დასუხარებულია, თამარ მეფეც გაყიდულია, დავით აღმაშენებლიც, სულხან-საბაც, თავადი ილია ჭავჭავაძეც, რელიგიური გრძნობებიც და პატრიოტულიც. დღეს ყველაფრის მეფე კომერცია და კორუფციაა. ეს თანამონაწილეობითი თეატრია – ბრეხტის თეატრი – რომელიც პასუხს მაყურებლისგან ითხოვს. როგორ შეიძლება ისე გავაკეთოთ რომ არ იყიდებოდეს ყველაფერი – მიწა-წყლიდან დაწყებული და სინდისით დამთავრებული.

რობერტ სტურუამ 40 წლის წინანდელი სიმღერის გაცოცხლებით ეს შეკითხვა ისევ დასვა და დღეს ეს შეკითხვა კიდევ უფრო მწვავეა ჩვენთვის, ვიდრე მაშინ იყო. ქართული თეატრის დაძინებულმა ვეშაპმა ისევ გამოიღვიძა და პოლიტიკოსებს და მთლიანად საზოგადოებას ისევ დაუსვა ყველაზე მტკივნეული შეკითხვა: ნუთუ ყველაფერი უნდა იყიდებოდეს ამ ქვეყანაში სინდისის ჩათვლით? სხვაობა კარგ ხელოვანსა და პოლიტიკოსს შორის ისაა, რომ პოლიტიკოსი ყოველთვის გარწმუნებს, რომ სიმართლეს ამბობს და თითქმის ყოველთვის ტყუის და კარგი ხელოვანი ყოველთვის გეუბნება, თითქოს ის ამბავს იგონებს და თითქმის ყოველთვის სიმართლეს გეუბნება.

გაიყიდა საქართველო ბოლომდე, მეგობრებო? თუ ჩვენ გვაქვს ძალა ისევ დავიბრუნოთ აზდაკის სამართალი. საქართველოში ხომ არასდროს ყოფილა აზდაკის მაგვარი სამართლიანი მოსამართლე.

მანანა სოტკილავა:

– ადამიანებო, რობერტ სტურუა შექმნა რუსთაველის თეატრის დირექტორად აკაკი ბაქრაძის მისვლამ, მისმა დირექტორობამ და მის მერე, უცხოსადმი ამბიციით მიდრეკილი რუსთაველის თეატრის გაეროვნულებამ!!!
დანარჩენი, აკაკი ბაქრაძის შემდეგ, ეროვნულობით წვალებაა სტურუასი…

არადა, ვერ ქაჩავს კაცი!!!
გულმოდგინედ უტრიალა, მაგრამ, ვერც “ვეფხისტყაოსანს” გაუგო რამე…
შეეშვან და შეიბრალონ ეს “ეროვნულობით ნაავადარი: რეჟისორი, ბოლოს და ბოლოს!!!

მანანა ტურიაშვილი:

– „შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი;
ვითა ნადირსა მშიერი ლომი…“

ბატონ რობერტ სტურუას წარმოდგენას „ბედი ქართლისა“ ბევრმა დიდი რეკლამა გაუწია, ხოლო აზრთა მკვეთრმა სხვადასხვაობამ და საჯაროობამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ კურსში დამარწმუნა. მე ვიყავი წარმოდგენაზე, რომელიც ჩვენ ისტორიაზე შემეცნებითი საღამო-აქცია იყო ლამაზი ეპიზოდებით, რასაც ბევრი ქართველი რეჟისორი ინატრებდა. ჩემი აზრით, ეს ქართველთა მტრობის და უცხოელ დამპყრობთა ომების უმოკლესი ისტორიაა, იუმორით და საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულებით.

P.S. მე ვერ ვიხსენებ პრეცენდენტს, როცა საქართველოში პრემიერა პირდაპირი ეთერით გადიოდა. „ბედი ქართლისა“ გავიდა, ესე იგი ეს იყო საღამო-აქცია და დიდი შემოქმედის რობერტ სტურუას შეხედულება საქართველოს ბედზე.

მანანა აბრამიშვილი:

– ვაი ისტორიკოსებო!.. ვითომ ისტორიკოსებო!.. ძალით პოლიტიკოსებო!.. უი კრიტიკოსებო!.. ოი პარლამენტარიკოსებო… ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!! თეატრმცოდნე კრიტიკოსებო სადაც თქვენი დაიკვეხნოთ.. იქ ჩვენიცა თქვით!

ამ საკითხთან დაკავშირებით რობერტ სტურუამ მოკლე კომენტარი გააკეთა:

– ასეთი მუნჯი მაყურებელი, რომელიც პარლამენტის 100 წლისთავის გამო საზეიმოდ იყო მოსული რუსთაველის თეატრში, ასეთი გაფითრებული და გაუნძრეველი მაყურებელი თეატრს არ ახსოვს.