სოფო ტოროშელიძის სამართლიანი კრიტიკა

სოფო ტოროშელიძის სამართლიანი კრიტიკა რთულია არ დაეთანხმო მომღერალ სოფო ტოროშელიძის მიერ ქართველების შეფასებას – “ჩვენ ხომ პროფესორები ვართ ყველაფერში!”

მომღერალი ”ევროვიზია 2019”-ზე საქართველოს წარმომადგენელს ოთო ნემსაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და კრიტიკოსებს ისეთი არგუმენტის მოყვანას ურჩევს, საკამათოდ რომ ღირდეს:

“იცით რა მაინტერესებს… რამე გაკმაყოფილებთ, ზოგადად, თქვენო უდიდებულესობავ, ქართველო ერო? მინდა გაგახსენოთ “ევროვიზია 2016”-ის გამარჯვებული უკრაინის წარმომაგენელი ჯამალა, რომელიც გაგიკვირდებათ და, დიახ, რუსეთის აგრესიას გმობდა და პირდაპირ პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა ტექსტს!

იქიდან გამომდინარე, რომ ჯამალა თვითონ აზრბაიჯანელი იყო წარმოშობით, მუსიკალურ-დრამატურგიულად დუდუკის ელემენტებით და აზერბაიჯანული ფოლკით იყო აწყობილი მთელი ტრეკი და კარგად გვარიანად გოდებდა ჩვენი ჯამალა ეგრედ წოდებულ “ბრიჯში”!

ხოდა, თუ რამე არ მოგწონთ ოთოში და სიმღერაში “ქე მაინც” სხვა არგუმენტი მოიყვანეთ, რომ ღირდეს საკამათოდ! არჩევანში თავისუფალია ყველა და უნდა მოეწონება, უნდა არა ადამიანს, თუმცა ის, რომ პოლიტიკურია და საპროტესტოა ეს სიმღერა, უბრალოდ არ არის სწორი და მყარი არგუმენტი იმისთვის, რომ არ მოგეწონოთ წლევანდელი წარმომადგენელი! რამე სხვა მოიფიქრეთ! ჩვენ ხომ პროფესორები ვართ ყველაფერში!”