13 მარტი, 2019

ქეთევან კიკნაძე: “სირცხვილია!”

ქეთევან კიკნაძე: "სირცხვილია!"მსახიობი ქეთევან კიკნაძე ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს აკრიტიკებს და დაგროვებითი პენსიის წინააღმდეგ გამოდის:

“დაგროვებითი პენსიებიო………

რატომ განკარგავთ ჩემს თავს? ასეთ კითხვას გისვამთ, თუ მინდა დავზოგო და დავაგროვო, ჩემი ხელფასიდან თანხა, არსებობს ამისათვის ბანკი. ან იქნებ მასწავლოთ საით არის ბანკი.

არსებობს ხალხი ისეთი ხელფასით, რომლისთვისაც ის 20 ლარი დიდი თანხაა. მეგობარი მირეკავს და მეუბნება, ტელევიზორი გავთიშე, გათბობას ვთიშავ როცა გავდივარ გარეთ. დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალენდელ დედალსო. ალბათ გაგიგონიათ.

ვინ გეკითხებათ ბოლოსდაბოლოს, რომ ჩემი თანხა თქვენ განკარგოთ. კიდევ გეკითხებით, ბანკი რისთვის არსებობს? სირცხვილია. ყველა გრძნობს ხელისუფლების დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ.

რა ჰქვია ამას კარგად ვიცით. ჰკითხეთ ხალხს, მისაღებია თუ არა ასეთი რეფორმა, თუ რეფორმა ჰქვია ამას. ერთი ადამიანის გამომგონებლური აფიორა წყვეტს მილიონი ადამიანის ბედს. კარგია. პირველი თქვენგან ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. იქ საშემოსავლო, იქ ტექდათვალიერება, იქ დაზღვევა, დააყენეთ “სასუნთქი მრიცხველები”.