პაწაწინა რტო ვარ! – ანა კალანდაძე

პაწაწინა რტო ვარ! - ანა კალანდაძემეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა…
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ…
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად…
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!…