4 მარტი, 2019

ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე წარგვადგენს

ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე წარგვადგენსოთო ნემსაძე საქართველოს “ევროვიზია 2019”-ზე წარადგენს.

მუსიკალურმა შოუმ “საქართველოს ვარსკვლავი” გამარჯვებული გამოავლინა. 234.383 ხმიდან ყველაზე დიდი რაოდენობა 44.13 პროცენტი მიიღო ოთო ნემსაძემ და ის 14 მაისს თელ ავივიში გაემგზავრება.

“საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტები იყვნენ გიორგი ნაკაშიძე, ოთო ნემსაძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.

ოთომ გამარჯვება მოიპოვა სიმღერით „სულ წინ იარე“, რომლის ავტორიც რომან გიორგაძეა.