23 მარტი, 2019

ნიკო ფიროსმანის ნახატები ტალინში

ნიკო ფიროსმანის ნახატები ტალინშინიკო ფიროსმანის ნახატები სულ უფრო ხშირად მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ამჯერად ნიკალას ნამუშევრები ტალინის მიკკელის მუზეუმში გამოიფინა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნახატების უმეტესობა მირზაანის მუზეუმის მუდმივი კოლექციიდანაა და ისინი ერთიან კოლექციად პირველად იქნა გამოფენილი საზღვარგარეთ.

ტალინში წარმოდგენილია 1972 წელს პარიზში პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი და ფიროსმანის 3 ფერწერული ტილო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან.