ნიკა რურუას უკანასკნელი წიგნები წინათმგრძნობელური სახელებით

ნიკა რურუას უკანასკნელი წიგნები წინათმგრძნობელური სახელებითნიკა რურუას 50 წლის ასაკში გარდაცვალება ისტორიკომა ბუბა კუდავამ მის ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების წინამთგრძნობელურ სახელებს დაუკავშირა:

“კახეთში, წნორში, ერთ სიცოცხლით სავსე ადგილას გახლდით, როცა სიკვდილთან შეუთავსებელი სახელი და გვარი სიკვდილთან ერთად ახსენეს.

მას შემდეგ ამდენი საათი სულ მასზე მეფიქრება. იმასაც ვფიქრობ, რატომ მეფიქრება ამდენი.
ბოლოს მგონი მივხვდი, რატომაც.

მას ის ჰქონდა, რაც ცოტას თუ აბადია ჩვენს დროებაში.
მის სიტყვას, მის აზრს, მის მზერას, მისი სმენის უნარს, მის სიმშვიდეს, მის რჩევას, მის თანადგომას, მის შემართებას, მის ზარს, მის ნაწერს, მის წაკითხულს, მის მოწერილს, მის რეკომენდაციას, მის პრინციპებს, მის დათანხმებისა და დათმობის ჩვევას, მის ენთუზიაზმს, მის ბავშვივით ჩაღიმებას, მის საფირმო „OK“-ის… წონა ჰქონდა.
წონა ჰქონდა და შენგანაც ძალას ითხოვდა.

უკვე ძალიან მაკლია და რამდენ ვინმეს და რამეს დააკლდება, რაც დრო გავა…
ოპონენტებსაც დააკლდება.

ბოლო წლებში მისი ორი წიგნი გამოვეცი. წიგნებიც და ავტორიც როგორი წონიანი იყო… წონიანი სიჯიუტით, წონიანი სიტყვებით, თითქმის ვერცერთს რომ ვერ ელეოდა…

წინათგრძნობასავით სახელები: „150 მოსაზრებაო“, „50 ალბომით შემოპარული თავისუფლებაო“…
50 წლისა წავიდა…
ნიკა, როგორ არ წყვეტს ეს წუთისოფელი ჩვენს გაკვირვებას…”