15 მარტი, 2019

ნიკა გვარამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ

ნიკა გვარამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ“რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უპირისპირდება და ბორანოსთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებისთვის აკრიტიკებს:

“ამ სააგენტოს ვინმე აკონტროლებს და პატრონი ჰყავს საერთოდ? ხინკალი, ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური გავიგე და ახლა უკვე არქაული სახელი რასაც ქვია, ყველაფერს მიადგნენ.

რაის ბორანო და კულტურული მემკვიდრეობა? მართლა, რაც კეცშია, ყველაფერი კარგი კი არაა. უპრიმიტიულესი, საშუალოზე დაბალი კერძია. ცივილიზებული უცხოელი კი არა, ქართულ სამზარეულოს შეჩვეული, მე არ ვეკარები – ცხიმის კოქტეილია შიგნით მოტივტივე პურებით. და არც დიდი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა, უფრო პირიქით.

მოკლედ, ეს სააგენტო თუ ასე არიგებს ამ ძეგლის სტატუსებს, ტრუხა ყოფილა ყველა წინაც.”