12 მარტი, 2019

ნატო გელაშვილის უარი ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზე

ნატო გელაშვილის უარი ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზემომღერალ ნატო გელაშვილის ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როდესაც მან მშობლიური ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზე უარი განაცხადა:

“მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზე. ტიტულების მოტრფიალე არასოდეს ვყოფილვარ. ქალაქ ბორჯომს და ჩემს ხეობას საპატიო მოქალაქეობა და შვილობა ისე გავუწიე, როგორც ჩემს წესსა და ზნეს ეკადრებოდა. მთელი 20 წელის მანძილზე. 1998 წლიდან. ვყოფილიყავი სასარგებლო ჩემი ქალაქისა და ხეობისათვის ეს ცხოვრებისეულ მოვალეობად ვატარე ამდენი წელი…

გამიგონია ქალაქზე არ ითქმის კედლები არა აქვსო, თუ მას აგურის ნაცვლად ვაჟკაცები არტყია გარს. ადამიანს აქვს უფლება არ იყოს მეცნიერი, მაგრამ არ იყოს მისი ქვეყნის შვილი – არავის აქვს ამის უფლება. ადამიანს გონებისაკენ მხოლოდ გამოცდილება მიუძღვება.

აზროვნება ყველაზე კეთილი გზაა, გამოცდილება – ყველაზე ძნელი. ჩემი ღირსების დამამცირებლად მიმაჩნია ანგარიშის გაწევა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ჭუჭყიანი ხელების ფათური სხვის საქმეში ხელობად გადაუქცევიათ და მათი ყოველდღიურ ცხოვრების წესად ქცეულა.

ყოველივე გაივლის, ყოველივე გაქრება: ძალა-უფლება, გენიოსობა,…ყველაფერი მიწად იქცევა, მხოლოდ კეთილი საქმე სულდგმულობს დიდხანს და რჩება. “ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და სტყუის – იქ გრძნობა მართალია: ახლა ჩემს ღირსებაზე დაბლა დგას ის, რომ მერქვას იმ ბორჯომისა და იმ ხეობას საპატიო მოქალაქე, რომელსაც აგურის ნაცლად ვაჟკაცები აღარ არტყია გარს.”