4 მარტი, 2019

ნადირობა – მორის ფოცხიშვილი

მორის ფოცხიშვილი”ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და… ფრი…
სანამდე არ აფრინდება
არავინ ერჩის მწყერს…
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს –
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველას სიამეს ვგვრი,
ვაფრინდები და… ვაიმე…
ავფრინდები და, ფრიი…
ტყვია იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა,
თეთრი სეტერი ქრის…
მე მაინც უნდა ავფრინდე
ავფრინდები და… ფრი…”