5 მარტი, 2019

მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი – ჯანსუღ ჩარკვიანი

მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი - ჯანსუღ ჩარკვიანიმწყურვალისათვის
მიმატანინე წყალი,
მევალისათვის
მიმატანინე ვალი,
გზააბნეულისთვის
მასწავლებინე გზები,
შეუწამლავი
შემაწამვლინე ზვრები,
მომაძებნინე
სხვაგან დაკარგული ძმები,
ამ ჩემს მამულში
დამამარხვინე ძვლები.
მათქმევინე:
ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე წამოვალ,
წამოვალ, საცა გინდა.