1 მარტი, 2019

მსახიობი ანი ჩირაძე დააკავეს

მსახიობი ანი ჩირაძე დააკავესმსახიობი ანი ჩირაძე დააკავეს. ის სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ჩიკას როლს ასრულებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ინფორმაცია სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მსახიობმა პატრულის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – შეაგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მყოფმა მსახიობმა იქ ყოფნასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.