1 მარტი, 2019

მოზარდ მაყურებელთა თეატრი გოგონას ეძებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი გოგონას ეძებსნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აცხადებს შესარჩევ კონკურსს გოგონას როლზე ახალი პროექტისთვის „ოდისეა“.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე:

youththeatretbilisi@gmail.com, მიუთითეთ ბავშვის ასაკი და სიმაღლე.

კონკურსის მთავარი მოთხოვნებია:

გოგონა უნდა იყოს 6-8 წლის;

ჰქონდეს გამართული მეტყველება და სიმღერის ნიჭი;

შეეძლოს ტექსტის დამახსოვრება;

შესარჩევი კონკურსი გრძელდება 15 მარტამდე!

მოზარდ მაყურებელთა თეატრი გისურვებთ წარმატებას!