16 მარტი, 2019

მოქვის ტაძარი ინგრევა

მოქვის ტაძარი ინგრევააფხაზეთში მდებარე უძველესი მოქვის ტაძარი ინგრევა. საქართველოს ეს კუთხე განსაკუთრებით მდიდარია ეკლესიებით. 144 ტაძრიდან დღეისთვის მოქმედი მხოლოდ 23-ია.

ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში ეკლესია მეფე ლეონ მესამის მიერ X საუკუნეშია აშენებული. „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის ელენა ზავოდსკაიას ცნობით, მოქვის ტაძრის გუმბათი დაზიანებულია, ნესტი კედლებს აზიანებს, ხოლო ეკლესიის შიგნით ობია გაჩენილი.

აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ მათ ტაძრების რესტავრაციისთვის საჭირო ფინანსები არ აქვთ.