13 მარტი, 2019

მასტერი: “წინააღმდეგი ვარ მათი პროპაგანდის!”

მასტერი: "წინააღმდეგი ვარ მათი პროპაგანდის!"– ჯერ კიდევ 2013 წელს ვთქვი, რომ „მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი“ – ამბობს მასტერი და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს:

” ჯერ კიდევ 2013 წელს ვთქვი, რომ „მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი“.

არსად მითქვამს, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს თავში ვურტყათ და მათზე აგრესია გადმოვათნხიოთ, ყველას თავისი არჩევანი აქვს.

წინააღმდეგი ვარ მათი პროპაგანდის და პირიას, რომელსაც მედია აქტიურად უწყობს ხელს.

ასევე ვეწინააღმდეგები ერთსქესიანთა ქორწინების კანონის მიღებას, რომელიც შეიძლება დღეს არ დგას დღისწესრიგში მაგრამ აუცილებლად დადგება.

ვეწინააღმდეგები, რომ ტრანსგენდერები ასწავლიდნენ ბაღებში, სკოლებში და ყველგან სადაც მოზარდები იღებენ განათლებას.

ვეწინააღმდეგები, რომ როგორც სტოკჰოლმში ხდება ბაღის ზეიმებზე (თამაშებით) ბიჭებს ერთმანეთზე აქორწინებენ და გოგოებს ერთმანეთზე!

ვეწინააღმდეგები ადამიანებს, ვინც საპასუხოდ ტალახს ესვრიან ქართულ ეკლესიას!

ვეწინააღმდეგები აღლუმების ჩატარებას, რომელიც რეალურად „გრანტიჭამია“ ორგანიზაციების დაგეგმილია და სულაც არ აინტერესებთ ვინმეს უფლებები.

P.S.
მერწმუნეთ ბევრ „უმცირესობის“ წარმომადგენელთან მიწევს გარკვეული დონის ურთიერთობა შოუ-ბიზნესში და არასდროს არ გამომიხატია მათ მიმართ აგრესია, რადგან ისინი არასდროს ცდილობენ ამ თემის აფიშირებას და ამაზრზენად თავზე მოხვევას საზოგადოებისთვის.”