26 მარტი, 2019

მარკუს მეტრეველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

მარკუს მეტრეველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავსმომღერალი მარკუს მეტრეველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და მისი სახელითა და გვარით მოსარგებლე დამნაშავის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ითხოვს:

“მივმართავ თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაბლოკოთ და აღკვეთოთ ამ უსაქმური პიროვნების ბოროტი განზრახვები!!!!

ემუქრება ახალგაზრდა ბავშვებს, ბიჭებსა და გოგონებს, ასობით ადამიანს სწერს ჩემი სახელით ბინძურ მესიჯებს და ბინძური განზრახვებით ემუქრება მათ!!!

იბრალებს და ატყუებს ასობით ადამიანს, რომ თვითონ არის “მარკუს მეტრეველი”. ეს არის დანაშაული, ეს ადამიანი არის კრიმინალი. ადამაიანებს ხვდება ჩემი სახელის გამოყენებით და პატარა ბავშვების ნდობას საშინლად იყეებს!!! მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ასობით მონაწერი მაქვს თქვენი, ამას ნამდვილად არ დავუთმობდი დროს, თქვენ რომ არ გეთხოვათ!

ვიმეორებ, ეს დეგრადირებული პიროვნება და ხორცის მასა არის მლიქვნელი, რომელიც თქვენი ნდობით სარგებლობს! არ დაუჯეროთ, მე მაქვს მხოლოდ ერთი ოფიციალური გვერდი!!!

გთხოვთ, დაარეპორტეთ!!! მომიტევეთ, თუ ჩემს კომენტარში შეინიშება აგრესია. მადლობა წინასწარ!!!”

მარკუს მეტრეველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს