6 მარტი, 2019

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კაბაში

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კაბაშიოსკარის მფლობელი მომღერალი ლედი გაგა ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას სამოსში პოზირებს.

მომღერალმა დიზაინერის უახლესი კოლექციიდან შავი კაბა შეარჩია და მასში გადაღებული ფოტო ინტერნეტში გაავრცელა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლედი გაგას თამუნა ინგოროყვას სამოსი აცვია. მომღერალი კარგად იცნობს ქართველი დიზაინერების შემოქმედებას და თამუნა ინგოროყვას სამოსის გარდა, ავთანდილის და გიორგი ქებურიას ნამუშევრებსაც ხშირად იცვამს.

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კაბაში