ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ! – თინათინ მღვდლიაშვილი

ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ! - თინათინ მღვდლიაშვილი“ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შეგვქმნა განგებამ,
ჩვენ სათნოება დაგვანათლა არსთა გამრიგემ,
ჩვენ ვაშენებდით ბანას, ზარზმას, გელათს, იყალთოს
და ვმაღლდებოდით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება
და პური შენი არსობისა არის ღვთიური,
ო. საქართველოვ, მოქართულობ ისევ ძარღვებში
და იწურება საღმრთო ქვევრში ალადასტური.
ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი…
უნდა გავთიბოთ, უნდა ვიმკათ, უნდა გავლეწოთ,
გადავარჩინოთ საფიცარი თეთრი გელათი.
ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება,
ამ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი…
ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი!”