ჯემალ სეფიაშვილის ადგილზე ვიტყოდი…

ჯემალ სეფიაშვილის ადგილზე ვიტყოდი...კომპოზიტორის ჯემალ სეფიაშვილის ახალ ინიციატივას თავისუფლების ჰიმნად ქცეული “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” ახლებური ვერსიის ჩაწერას საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.

მიზეზი ის გახდა, რომ კომპოზიტორმა 30 წლის შემდეგ, სიმღერის ახალ ვერსიაში 25 მამაკაცი მომღერალი მიიწვია.

ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი:

– ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და ამიტომ ეს 25 კაცი იმღერებს ამ სიმღერას.

შოთა იათაშვილი, პოეტი:

“მაიცა, კაცებმა უნდა აჩუქონ ერთმანეთს ტიტები? სექსუალური უმცირესობების თემაზეა სიმღერა? და თქვენ რატომ ბრაზობთ, კორკოტას რაზმში ხართ?”

ნიკა ქავთარაძე, იუმორისტი:

“ჯემალ სეფიაშვილის ადგილზე ვიტყოდი:

ამ ქვეყანაში ქალებს დღემდე ძალიან უჭირთ, 9 აპრილსაც ხომ 17 ქალი დაიღუპა. ამიტომ ამ ნაბიჯით მე და მომღერალი კაცები შევეცდებით მადლობაც გადავუხადოთ მათ და ბოდიშიც მოვუხადოთ.
სწორედ ამიტომ მღერიან მხოლოდ კაცები – ესაა პერფორმანსი!

აი, ამას ვიტყოდი, რომც არ მეფიქრა ასე, მაინც ვიტყოდი. მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ ჭკვიანურს და სწორს ვერაფრით ათქმევინებ სელებრითებს.”