18 მარტი, 2019

ჯანო იზორიამ და ვახო ჩაჩანიძემ კანადაში გაიმარჯვეს

ჯანო იზორიამ და ვახო ჩაჩანიძემ კანადაში გაიმარჯვესქართველმა მსახიობებმა ჯანო იზორიამ და ვახო ჩაჩანიძემ კანადაში გამართულ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვეს.

რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი “ცუდი ხალხი” კანადის საერთაშორისო კინოფესტივალის 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი: საუკეთესო რეჟისურა – გიორგი თავართქილაძე, საუკეთესო სცენარი – გიორგი თავართქილაძე და ვლადიმერ კაჭარავა, საუკეთესო მამაკაცის როლი – ვახო ჩაჩანიძე და საუკეთესო დამხმარე როლი – ჯანო იზორია.

კინოფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ვახო ჩაჩანიძე დააჯილდოვეს, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის კი – ჯანო იზორია.

ფილმი 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე სამოქალაქო ომზე და იმ პერიოდის რამდენიმე რეალურ ამბავზე მოგვითხრობს.