22 მარტი, 2019

ჯაბა კილაძე: “დაგვანებეთ თავი!”

ჯაბა კილაძე: "დაგვანებეთ თავი!"მსახიობი ჯაბა კილაძე თვლის, რომ “ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთზე ძალადობაში” და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო:

“არასემანტიკური სემანტიკა! სემანტიკა! სემანტიკა! ხმა მღაღადებლის საბშობლოსა შინა ზედა (ც)…

რატომ იჭერენ 1 გრ მდმ, ან ექს, ან კანაფისათვის 8-9-10-200 წლით? და რატომ არის, რომ გაუპატიურება, დაჭრა, დაყაჩაღება, ადამიანის გატაცება, მოკვლა, ჯგუფურად ცემა, შეურაცხყოფა, ოჯახური ძალადობა… ეს მცირე ჩამონათვალი ერთ კონტექსტში განიხილება თქვენი საზოგადოებისათვის, მთავრობებისათვის და სასულიერო პირებისათვისო… მკითხა ჩემმა (ბნელმა) ევროპელმა მეგობარმა! და მეც ბუნებით ყოველთვის მართალი, შევეცადე დამეცვა ქვეყანა ბნელი შემოტევისაგან, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, ისეთი სიმარტივით და გულწრფელობით იკითხა, რომ მივხვდი რამდენად ბნელი შეხედულების მსხვერპლია უამრავი ადამიანი!

რამდენი ჩვეულებრივი ადამიანი იტანჯება მკვლელებთან, მოძალადეებთან, დამყაჩაღებლებთან გვერდით ჯდომით მხოლოდ იმის გამო რომ, ამა თუ იმ სუბსტანციის მომხმარებელია და ეს მხოლოდ მისი საქმეა, რადგან ალკოჰოლიც ყოველმხრივ კურთხეულიც, ისეთივე საზიანოა მოყვასისათვის, როგორც სხვა სუბსტანციები! მაშ, რად სტანჯავთ იმ ჯგუფს და რატომ ცხონდებით მხოლოდ თქვენ სასმლის მსმელნი? რატომ აყიდინებთ ერთს და კრძალავთ მეორის გაყიდვას? შეხედულების გამო?! სულ ესაა?

წარმოიდგინეთ, ოდესმე მისი ფორმის გამო, ბორჯომზე რომ ეთქვა ეშმას წყალიაო, დღემდე ვერ მივეკარებოდით და პახმელია გაჟლიტავდა ნახევარ საბჭოთა კავშირს! ჰიპოკრატეს ფიცის დამცველ ვაი ნარკოლოგებს მისი წყევლა გეწევათ, ფსიქოტროპულის წვიმა წაგლეკავთ კანაფის დემონიზაციის ხელშეწყობისათვის, უგუნურებო….!

აი, ამ ყველაფერმა და გადამაწყვეტინა გამებედა ამდენი წერა… გემუდარები, ადა დეიდა (მარშანია) შესძახე, უთხარი მაგ ბნელი მენტალიტეტით ტვინდახშულ ალკოჰოლისაგან ტვინ-დამწვარ ზოგიერთ კოლეგებს, რომ დაანებონ დეკრიმინალიზაციასთან ბრძოლას თავი! რომ შაოსანი ღმერთის დამცველები კანომდებლებს კანონს არ უნდა ულაგებდნენ კულისებში! რომ პლიანი ეშმაკია, სასმელი კი – ხვთით კურთხეული! რომ 10 მცნების მეორე მცნებას, რომლის ბოლო ნაწილი უმეტესობას გათვითცნობიერებული არ გვაქვს, ყოველდღე გვარღვევინებთ თქვენი მიდგომით “არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე და რაოდენი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანისა, არა თაყუანის-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.”

ქრისტეს ცხოვრებასაც (რომლის ცხოვრება არასოდეს ყოფილა არც ოქროს ჯვრები, არც ჯიპები, არც გავლენები, ადამიანების გაყოფა და დაყოფა… იერარქია მითუმეტეს მის მსახურებში) თუ ცოტა ღრმად ერთგვარი სემანტიკური ჭრილით შეჰბედავ შეხედო, აღმოაჩენ, რომ ადამიანის თავის+უფლების ზღვარი გადის იქ, სადაც სხვისი თავის+უფლება იწყება! და რომ ჩვენ ყველანი, მიუხედავად შეხედულებებისა, თანასწორნი ვართ და მე შენ თუ არ გგავარ, არ ნიშნავს რომ ცუდი ვარ!

ოხ, რატომ არ გვყავს დავითი როგორ დაგალაგებდათ იმათაც ამათაც თქვენც… თუმცა დავითი და ილია წაგვართვეს… კერპებში აწიეს, რომ არასოდეს მათზე, როგორც ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე სწორი+პოლიტიკური ხედვის ხალხზე, ვერ დავფიქრდეთ! (განვმარტავ დავითი: საქართველოს ისტორიაში ერთად+ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც ქართველების ენერგიის სწორად გამოყენება მოახერხა და მისი შედეგი ჯერ ვერავინ გაიმეორა! რაც შეეხება ილიას… ხო, ილია ჯერ მოვკალით და მერე ისიც გავაქრეთ, რომ ვერასოდეს ვერ მოვაწყოთ ქვეყანა სწორად… რომ ამ ორი საზოგადო მოღვაწის ნამოღვაწარი სტრატეგიული კუთხით ჩაუდოთ მომავალ თაობებს და არა გაკერპგანდიდებულისა ხმაი!!!

მეტი მშიერი, მეტი ალკოტვინდამწვარი, მეტი გაუნათლებელი = მეტ გავლენას და მართვის სადავეს, აბა რა, გაუმარ… ჯოს …ჯოს …ჯოს) პლიანის და უმცირესობის ჯგუფების დევნაზე ენერგიის აბსურდულ ხარჯვას, საცეკვაო ობიექტების დემონებისაგან განმანთავისუფლებელ მოძრაობას! ჯობია ისხდეთ ოპოზიცია+პოზიცია თქვენც უზენაესის დამცველებო და ჩვენც ღრმად პატივცემულო საზოგადოებავ, რომელიც ამ სამეულის ამ ფორმით აღზევების ტაშის მკვრელები ვართ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ეტაპზე და ყოველიდღე ზიზღით სავსე ერთმანეთის შეურაცხმყოფელი ფსევდოფასადური პატრიოტიზმით ანგაჟირებული სტატუსების ნაცვლად, რეალურად დილიდან საღამომდე ის ვიფიქროთ, ერთმორწმუნე პუტინში სრულიად სრული ფორმით რეინკარნირებულ საბჭოთა მონსტრს რა შევთავაზოთ, რომ თავი დაგვანებოს!!

წაიკითხე საქართველოს ისტორია – ჩვენ სანამ ერთმანეთს ვჭამდით, ვჭამდით დავითის დანატოვარს… ამ დროს მტერი მოდიოდა და ნასუფრალს მარტივად ალაგებდა სათავისოდ!!! ძველმა ბერძნებმა (უხსოვარ) დროში მიწათმოქმედები გვიწოდეს. ჩვენი ქვეყანა დღეს მიწითმოსულ პროდუქციას ყიდულობს… ამდენი მიწა გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, საერთოდ ყველაფერი. როგორ იღებთ ხმას, გასიებული ღიპებით მორალს კითხულობთ, უსახლკარო და მშიერი ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს!!! ამის ყველანაირი რესურსი გვაქვს!!! მიწა, ჰაერი, წყალი!

თქვენ კი… ამ სამმა პოლუსმა, რომელმაც შეჭამეთ ეს ქვეყანა, რომ ინებოთ, მშიერი ვერ ივლის ვერავინ!! მაგრამ არა! არ გაწყობთ! პატარა ლუკმას უგდებთ, რომ მუდამ მადლიერი და იმედის ხელის შემყურე იყოს, იმიტომაც ებრძვით ყველაფერს… რომ ემანდ გონება არ გაგვეხსნას! ამიტომაც, აჰა, რითმები მშიერი ერის… “ამ ქვეყანაში დათვს დასდევენ შიშველი ხელით… ტახტი აკურთხეს მეფე კიდევ თურმე არა გვყავს… კერპებს იქმნიან, თუმცა მცნება მათი სხვა არი… რომ დოლის იქით ცეკვა თურმე ჯოჯოხეთია…! რომ ცა, ფირუზი, ხმელეთი და თუნდაც ზურმუხტი მხოლოდ თქვენია! რომ სოფლის შენებას თურმე დღესაც სიმღერა უნდა…. რომ არ შევწუხდეთ მომავალი მაინც ჩვენიაა… რომ რაც არა გვაქვს, არა უშავს, ჩვენ ღმერთი მოგვცემს!?!?…

არა და მოგვცა ხელი, ფეხი, ტვინი, თავი, ილია და დავითი!!! მიწაც, ჰაერიც, წყალიც და ენერგიაც – სიცოცხლის ოთხი მთავარი ელემენტი! ეს ყველაფერი ჩვენ წაგვართვით, ხო და ეხლა მაინც მომავალ თაობებს ნუ წავართმევთ პირველს და მთავარს! თავის+უფლებას! რათა ეს ოთხი კომპონენტი რაციონალურად მოახმაროს სამშობლოს და არა საკუთარ (მე)-ს! რადგან ილიას და დავითის სწორი გაგებით მივხვდებით, რომ სამშობლო ვართ ჩვენ ყველა ერთად, რომ შენ შენ თავს ვერ მოპარავ და ვერ შეიზიზღებ შენივე სხეულის ნაწილს, მხოლოდ უნდა მიხედო და განავითარო, ამას ერთი მთლიანი ორგანიზმი ეწოდება… ერთ მთლიან ორგანიზმს მტერი მარტივად ვერ მოერევა! ამ ფორმაციის საქართველო იყო და მას მეფე დავით აღმაშენებელი ჰყავდა. შედეგი რუქაზე იხილეთ, ანუ ტაბლოზე, დიახ, ტაბლო – როგორ, რა გზით ითამაშა… მთავარი ბოლოს ტაბლოზე რა შედეგია! ამ შედეგით king david vs allstar georgia 1000:0!!!!!

აქედან დასკვნა – ენერგიის არასწორი მიმართულებით ხარჯვა იწვევს უკუსვლას ან ადგილზე ფორთხვას. დაგვანებეთ თავი! მიხედეთ საქმეს! გამიჯნეთ კრიმინალი და პირადი სიამოვნებისათვის რამის მიმღები ადამიანი და დაინახეთ ნამდვილი მტერი!

ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთზე ძალადობაში!!!! თავის+უფალი იბადება ადამიანი…”