იუმორისტი ალექს აბრამაშვილი გარდაიცვალა

იუმორისტი ალექს აბრამაშვილი გარდაიცვალაიუმორისტული გადაცემა Standupერი-ს იუმორისტი ალექს აბრამაშვილი მეტსახელად ხეიბარი ალექსა გარდაიცვალა. ამის მიზეზი იუმორისტის დაავადება – კუნთების ატროფია გახდა.

სამწუხარო ინფორმაცია გადაცემის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“ჩვენი ალექსა წავიდა… მშვიდად განისვენე, ძმაო.
კამოს 117… პანაშვიდი – დღეს. დაკრძალვა – ხვალ 2-ზე.”

ხეიბარი ალექსა ტელეკომპანია GDS-ის იუმორისტულ გადაცემაში ყოველთვის საკუთარ თავზე ხუმრობდა.

ნათია ჭელიძე:

“კუნთების ატროფია ჰქონდა. საშინელი დაავადებაა. ხედავ, როგორ დნები და საბოლოოდ იღუპები. საუბედუროდ, გონებაც კი საღი გრჩება და ბოლომდე აცნობიერებ, რა გემართება. გასაკვირი ის არის, ესეთი ძლიერი ბიჭი რომ იყო და თავის მდგომარეობას დადებითად უყურებდა. მართლა მისაბაძია, იცოდე ასეთი რამე გჭირს და მაინც მაქსიმალურად დადებითად იცხოვრო. ძალიან დამწყდა გული…”