5 მარტი, 2019

გიორგი ბოჭორიშვილი ეგვიპტეში დააჯილდოვეს

გიორგი ბოჭორიშვილი ეგვიპტეში დააჯილდოვესმსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ეგვიპტეში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცის ნომინაციაში რჩეულად დაასახელეს.

მსახიობი, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” ზაზას როლის შესრულებით გაიცნო, რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმში “ჰორიზონტი” მთავარ როლს ასრულებს.

ქართველი რეჟისორის ნამუშევარმა კრიტიკოსთა ჯილდო დაიმსახურა, გიორგი ბოჭორიშვილი კი ფილმში მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა.

გიორგი ბოჭორიშვილი ეგვიპტეში დააჯილდოვეს