16 მარტი, 2019

გია ჯაჯანიძის სტრატეგია მტერთან საბრძოლველად

გია ჯაჯანიძის სტრატეგია მტერთან საბრძოლველადმტერთან საბრძოლველად ადამიანები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, თუმცა ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე სწორ მოსაზრებას გვიზიარებს:

“ვერ მოერია ჩემს სულს, ბუნებას, ხასიათს და სილაღეს ადამიანები, რომლებიც მებრძვიან.

ისინი კონკრეტულად ჩემს არსებობას კი არ ებრძვიან, თავიანთ წარმოსახვაში ჩემს ყოფას ვერ ეგუებიან, ვინაიდან ეჩვენებათ, რომ ხელს ვუშლი ცხოვრებაში.

მე ბრძოლას ბრძოლით არ ვპასუხობ, ჩემი სტრატეგია მაქვს, არ ვჩქარობ, წყნარად ველოდები მოვლენებს.

სიმშვიდეს ვინარჩუნებ, დროს ვაძლევ, ვკარნახობ, ვასწავლი და მივანიშნებ, რომ მისი მტრულ დამოკიდებულება, მისივე უბედურებით დამთავრდება.

ის მტერია, განა მარტო ჩემი, ის ყველას მტერია. ის მტრად დაიბადა და მტრად ჩამოყალიბდა. ყველას დაეჭვებული ყურებს, ეჩვენება რომ ყველა მას ებრძვის, მის წინააღმდეგაა, ყველა მას ღალატობს და ყველას მისი შურს.

მტრულად განწყობილი ადამიანი, ძირშივე დამარცხებული, დაცემული და განადგურებულია. არაერთხელ იგემა დაცემა, მაგრამ არ ეპუება, სისხლში აქვს გამჯდარი, ის თავის თავის მტერიცაა და რა ქნას, თუ ასეთი გაჩნდა.

არ ებრძოლოთ მტერს, არ იჩქაროთ, არ შეეპასუხოთ, აზრი არ აქვს, ის მტრადაა დაბადებული, მასზე მხოლოდ დრო იმარჯვებს.

სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე იმარჯვებს, მტრული სისხლით დაბადებულისთვის სიყვარულიც უძლურია.

გამოსავალი არსებობს, თუ შეგწევს უნარი, თუ უშიშარი ხარ, თუ კაცთმოყვარე ხარ, გული შეგტკივა და არ გინდა ხილულად ნახო როგორ ნადგურდება ადამიანი, უთხარით, ყველამ უთხარით რასაც მასზე ფიქრობთ, არ შეგეცოდოთ, ატკინეთ იმისთვის, რომ ის გადარჩეს.”