3 მარტი, 2019

ეროსი მანჯგალაძის სამაგალითო ისტორია

ეროსი მანჯგალაძის ისტორია, რომელიც სამაგალითოაეროსი მანჯგალაძის შესახებ მისი კოლეგები და მეგობრები ყოველთვის აღტაცებით საუბრობდნენ.

მედეა ჩახავა თავის კოლეგას ასე იხსენებდა:

“ეროსი ვაჟკაცი იყო, მამაკაცი, პირიანი. ხშირად იცოდა თქმა, უპირო კაცი არ მიყვარსო. მორცხვი იყო, უდიდესი სიყვარული შეეძლო, ძლიერი ზოგჯერ უთქმელი, მაგრამ უღალატო.

ერთხელ რაღაცაზე განაწყენებულმა განცხადება დავწერე თეატრიდან წასვლის შესახებ, რომელიც ბოლოს და ბოლოს სამხატვრო საბჭოზე გაიტანეს. გაცხარებულმა ეროსიმ ნაკუწებად აქცია ჩემი “დოკუმენტი”, ნახევები კი პირში ჩაიყარა, დაღეჭა და გადაყლაპა. ახლა როგორ წახვალ, იმასაც ვნახავო… ყველას სიცილი აგვიტყდა. ასეთი უშუალო იყო. თითქოს განცხადებას თავიდან ვეღარ დავწერდი… აღარც დამიწერია.

14 იანვარს ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დაიბეჭდა ეროსის წერილი გაზეთში “ქართული თეატრი”, სადაც მილოცავდა 14 იანვრს. იშვიათად წამიკითხავს ასეთი სასიამოვნო და გულრწფელი წერილი. სათაურად თურმე “ჯადო მედიკო” ჰქონდა, მაგრამ შეუცვალეს სათაური და ეროსი ამის გამო ნაწყენი იყო. ეს წერილი ეროსის უკანასკნელი საჩუქარი იყო ჩემდამი მოძღვნილი, რისთვისაც უზომოდ მადლობელი ვარ.”