17 მარტი, 2019

ელენე ლუხუტაშვილი – მეორე ფიროსმანი ჩვენს გვერდით

ელენე ლუხუტაშვილი - მეორე ფიროსმანი ჩვენს გვერდითელენე ლუხუტაშვილი – მეორე ფიროსმანი ჩვენს გვერდით – ასე უწოდებს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია 87 წლის თვითნასწავლ ხელოვანს, რომელიც კენჭებისა და ჭურჭლის ნამტვრევებისგან საოცარ ნამუშევრებს ქმნის:

“ფიროსმანზე ცრემლებს რომ ვღვრით და ვითომ ვნანობთ, რომ ვერ მივეხმარეთ, აგერ 87 წლის მეორე ფიროსმანი ცხოვრობს ჩვენს გვერდით….

ბებო 87 წლის და რა საოცრებებს აკეთებს, არც იცნობს არავინ… ფანქრების ფული არ მქონდა და ნატეხებით დავიწყე ხატვაო… იქნებ გაახილოს თვალი ე.წ. კულტურის სამინისტრომ და დაინახოს ასეთი მარგალიტები, ვინც ქვეყნის სიმდიდრეა….

ერთი გამოფენა რა გახდა ამ უნიკალური ქალისთვის…. ოცნების კოშკი უნდა რომ დადგას თელავში, შეყვარებულებისთვისო…

იქნებ ვინმე გამოჩნდეს და გავუკეთოთ ამ ბებოს გამოფენა სიცოცხლეში… თელავის მუნიციპალიტეტის მერია, გამოგვეხმაურეთ.”

ელენე ლუხუტაშვილი - მეორე ფიროსმანი ჩვენს გვერდით

ელენე ლუხუტაშვილი - მეორე ფიროსმანი ჩვენს გვერდით